
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ზუგდიდის 5-ე საარჩევნო უბანზე
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო სულ ცოტა ხნის წინ ზუგდიდის 5-ე საარჩევნო უბანზე. ერთმანეთს ,,ქართული ოცნები”-სა და კოალიცია ,,ცვლილებებისთვის” წარმომადგენელი დაუპირისპირდნენ.
არსებული ინფორმაციით, რადიკალური ოპოზიცია საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე აგიტაციას ეწევა.
როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა კოალიცია ,,ცლილებებისთვის” წევრი მოქალაქეს პირადობის მოწმობას სთხოვდა და მისი პარტიის გაფერადებისკენ მოუწოდებდა.
როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელი ამბობს, ეს არის კანონის უხეში დარღვევა და აგიტაცია. რაც მისი თქმით, არჩევნების დღეს აკრძალულია.
ზუგდიდის 5-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ავტორი – ირაკლი გუნია





