• December

    13

    2023
  • 94
  • 0
ხორვატიის პრემიერი – დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება ამჯერად მიღებული იქნება, ვულოცავ ქართველ ხალხს, ვულოცავ მთავრობას რეფორმებისთვის გაწეულ ძალისხმევას

ხორვატიის პრემიერი – დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება ამჯერად მიღებული იქნება, ვულოცავ ქართველ ხალხს, ვულოცავ მთავრობას რეფორმებისთვის გაწეულ ძალისხმევას

დარწმუნებული ვარ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება ამჯერად მიღებული იქნება, – ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ევროკავშირ-დასავლეთ ბალკანეთის სამიტი მიმდინარეობს.

„პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა ივლისში ზაგრებში. როგორც ყოველთვის, იყო შესანიშნავი შეხვედრა. მე ძლიერ ვუჭერ მხარს საქართველოს ძალისხმევას. დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მიღებული იქნება. მე ვულოცავ ქართველ ხალხს, ვულოცავ საქართველოს მთავრობას რეფორმებისთვის გაწეულ ძალისხმევას, რომელმაც განაპირობა ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ხორვატიის პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor