• March

    19

    2026
  • 28
  • 0
ხუთი კონგრესმენი და სენატორი აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გამოიყენონ სანქციები და სხვა ბერკეტები, რათა საქართველომ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები შეასრულოს

ხუთი კონგრესმენი და სენატორი აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გამოიყენონ სანქციები და სხვა ბერკეტები, რათა საქართველომ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები შეასრულოს

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ მოხსენება ცხადია, „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს მოპოვებულ თავისუფლებას ართმევს და ქვეყანას იზოლირებულ, ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცევს, – ამის შესახებ ხუთი ამერიკელი კონგრესმენისა და სენატორის განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებას ხელს აწერენ: ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, კონგრესმენი სტივ კოენი, ასევე, დემოკრატი სენატორები: შელდონ უაითჰაუსი და ჯინ შაჰინი.

განცხადების ხელმომწერები აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ, „ევროპელ პარტნიორებთან ერთად გამოიყენონ სანქციები და სხვა ხელმისაწვდომი ბერკეტები, რათა საქართველოს ხელისუფლებამ რეკომენდაციები შეასრულოს“.

„მოვითხოვთ, გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი, გააუქმონ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები, ასევე არადემოკრატიული და უსამართლო კანონები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor