• November

    27

    2023
  • 82
  • 0
ჯანდაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო მედიკამენტების შეძენას მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეძლებს

ჯანდაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო მედიკამენტების შეძენას მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეძლებს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატებს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარუდგინა.

ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ფარმაცევტული პროდუქტების შეძენას მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, სპეციალური პირობებით, მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეძლებს.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ გზით შესაძლებელი გახდება მეტი პაციენტის მკურნალობის დაფინანსება და გაიზრდება წვდომა მედიკამენტებზე. ასევე, გაუმჯობესდება სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობა და მოიმატებს დაფინანსებული მედიკამენტების რაოდენობა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor