• November

    29

    2024
  • 70
  • 0
ჯანდაცვის სამინისტრო – აქციაზე დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათმა ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, ნაწილი კი კლინიკაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება

ჯანდაცვის სამინისტრო – აქციაზე დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათმა ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, ნაწილი კი კლინიკაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება

აქციაზე დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, მათმა ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, ნაწილი კი კლინიკაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

„28 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა, იმ პირთაგან, ვინც მიმართა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, დაწესებულებაში გადაიყვანა 33 ადამიანი. მათ შორის 16 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, 13 აქციის მონაწილე, ასევე გადაყვანილ იქნა მედიასაშუალებების ოთხი წარმომადგენელი. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათმა ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, ნაწილი კი, მედიკოსების რეკომენდაციით, კლინიკაში, მეთვალყურეობის ქვეშ რჩება“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor