• September

    30

    2025
  • 74
  • 0
ჯანდაცვის სამინისტრო – ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს

ჯანდაცვის სამინისტრო – ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს

პირველი ოქტომბრიდან, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივ ცნობით, ცვლილებებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე კლინიკებისა და აფთიაქების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ახალი პროცედურები გააცნო. მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს სექტორის წარმომადგენლებთან. მისივე თქმით, პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება კეთილსინდისიერ და სამართლიან დამოკიდებულებას ყველა მონაწილე მხარის მხრიდან.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ცვლილება მინიმუმამდე შეამცირებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის არამიზნობრივად მოხმარების რისკებს. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო პროცესს მკაცრად გააკონტროლებს.

„ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ცვლილება დადებითად აისახება მოსახლეობაზეც, რადგან სახელმწიფოს არ აქვს კომერციული ინტერესი. შესაბამისად, ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუციის პირობებში, ეს ხელს შეუწყობს მედიკამენტების ფასის სტაბილიზაციას. მინისტრმა ფარმაცევტებს მოუწოდა, აღნიშნული პრინციპი საცალო რეალიზაციის დროსაც გაითვალისწინონ“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ცვლილების შესაბამისად, აღნიშნული პროდუქციის შემოტანა და საბითუმო რეალიზაცია სახელმწიფო მართვაში მყოფ იურიდიულ პირს – „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს“ მიენიჭა.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor