• November

    18

    2024
  • 49
  • 0
ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო, ევროკავშირს ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას შესთავაზებს

ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო, ევროკავშირს ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას შესთავაზებს

უსაფრთხოებისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ბლოკს, ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო, ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას შესთავაზებს. ამის შესახებ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ბევრმა ადამიანმა სცადა ღაზაში ომის შეჩერება… ეს ჯერ არ მომხდარა და მე არ მაქვს იმედი. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა ვახორციელებდეთ ზეწოლას ისრაელის მთავრობაზე“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელის ინიციატივას არაერთაგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.

ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა თქვა, რომ ევროკავშირს სჭირდება ისრაელთან დიალოგის შენარჩუნება.

„ნიდერლანდების აზრით, ეს კარი ღია უნდა იყოს“, – ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor