• October

    17

    2023
  • 92
  • 0
ჯოზეფ ბორელი – ბრიუსელში განხორციელებული თავდასხმა აჩვენებს, რომ ევროპელებმა უნდა გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება

ჯოზეფ ბორელი – ბრიუსელში განხორციელებული თავდასხმა აჩვენებს, რომ ევროპელებმა უნდა გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება

ბრიუსელში განხორციელებული თავდასხმა აჩვენებს, რომ ევროპელებმა უნდა გააძლიერონ უსაფრთხოება, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელმა აღნიშნული კომენტარი გააკეთა ესპანეთში, სადაც ევროკავშირის პირველი ერთობლივი სამხედრო წვრთნები იმართება.

„ნება მიბოძეთ, დავიწყო გუშინ ბრიუსელში მომხდარი საშინელი ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახების მიმართ სამძიმრის გამოხატვით. ეს მხოლოდ აჩვენებს, რომ ჩვენ, ევროპელებმა უნდა გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება და თავდაცვა ჩვენი უსაფრთხოების ნაწილია“, – განაცხადა ბორელმა.

გუშინ ბრიუსელში შეიარაღებულმა პირმა შვედეთის ორი მოქალაქე მოკლა. მოგვიანებით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი, 45 წლის ტუნისელი მამაკაცი პოლიციამ მოკლა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor