• September

    24

    2024
  • 60
  • 0
ჯოზეფ ბორელი – ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ესკალაცია თითქმის ფართომასშტაბიანი ომია

ჯოზეფ ბორელი – ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ესკალაცია თითქმის ფართომასშტაბიანი ომია

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ესკალაცია თითქმის ფართომასშტაბიან ომია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ეს სიტუაცია არის უკიდურესად საშიში და შემაშფოთებელი. შეიძლება ვთქვა, რომ ჩვენ თითქმის ფართომასშტაბიან ომში ვიმყოფებით. თუ ეს არ არის საომარი მდგომარეობა, არ ვიცი, რას უწოდებთ ამას“, -განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს ნიუ იორკში.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, დაძაბულობის შესამცირებლად ძალისხმევა გრძელდება, თუმცა „ევროპის ყველაზე დიდი შიში კონფლიქტის გავრცელების შესახებ რეალობა ხდება.“

როგორც ბორელმა აღნიშნა, მიმდინარე მოვლენების გამო ყველაზე მაღალი საფასურის გადახდა მშვიდობიან მოსახლეობას უწევს. მისი თქმით, ყველანაირი დიპლომატიური ძალისხმევაა საჭირო ფართომასშტაბიანი ომის თავიდან ასაცილებლად.

„აქ, ნიუ იორკში არის ამის გაკეთების მომენტი. ყველამ მაქსიმალურ ძალისხმევას უნდა მიმართოს, რომ დაასრულოს ეს გზა ომისკენ“,- თქვა ჯოზეფ ბორელმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor