• August

    30

    2024
  • 77
  • 0
ჯოზეფ ბორელი – რუსული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები უნდა მოვხსნათ, წინააღმდეგ შემთხვევაში იარაღი უსარგებლოა

ჯოზეფ ბორელი – რუსული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები უნდა მოვხსნათ, წინააღმდეგ შემთხვევაში იარაღი უსარგებლოა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების აკრძალვის მოხსნას ითხოვს.

ამის შესახებ მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, რუსული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები უნდა მოვხსნათ. იარაღი, რომელსაც უკრაინას ვაძლევთ, სრული დატვირთვით უნდა გამოიყენებოდეს, შეზღუდვები უნდა მოიხსნას, რათა უკრაინელებმა იმ ტერიტორიაზე შეძლონ დარტყმა, საიდანაც რუსები უტევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში იარაღი უსარგებლოა“, – განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ეს არის ის, რასაც უკრაინა დღეს ითხოვს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor