• April

    1

    2024
  • 110
  • 0
„ჯორჯიან ეარვეისი“ ევრო 2024-სთვის დანიშნულ სპეციალურ პირდაპირ ფრენებზე ავიაბილეთების გაყიდვას იწყებს

„ჯორჯიან ეარვეისი“ ევრო 2024-სთვის დანიშნულ სპეციალურ პირდაპირ ფრენებზე ავიაბილეთების გაყიდვას იწყებს

„ჯორჯიან ეარვეისი“ ევრო 2024-სთვის დანიშნულ სპეციალურ პირდაპირ ფრენებზე ავიაბილეთების გაყიდვას იწყებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბილეთების გაყიდვა 13:00 საათიდან დაიწყება და ბილეთის ფასი 295 ევროდან იქნება.

„პირდაპირი ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით: თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს); თბილისიდან ჰამბურგში 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს); თბილისიდან დიუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დიუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).

პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს. ავიაბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ავიაკომპანიის ვებგვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სპეციალურ რეისებზე ავიაბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება. ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს!“ – აღნიშნულია „ჯორჯიან ეარვეისის“ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor