• October

    18

    2023
  • 115
  • 0
ჯო ბაიდენის განცხადებით, როგორც ჩანს, ღაზის საავადმყოფოზე დარტყმა არა ისრაელმა, არამედ „სხვა გუნდმა“ განახორციელა

ჯო ბაიდენის განცხადებით, როგორც ჩანს, ღაზის საავადმყოფოზე დარტყმა არა ისრაელმა, არამედ „სხვა გუნდმა“ განახორციელა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ, როგორც ჩანს, ღაზის საავადმყოფოზე დარტყმა არა ისრაელმა, არამედ „სხვა გუნდმა“ განახორციელა. ეს განცხადება ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დაწყებისას გააკეთა.

„ღრმად დამწუხრებული და აღშფოთებული ვიყავი ღაზაში საავადმყოფოს აფეთქებით და იმის საფუძველზე, რაც ვნახე, როგორც ჩანს, ეს სხვა გუნდმა გააკეთა, არა თქვენ“, – განაცხადა ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას.

ამასთან, როგორც ბაიდენმა აღნიშნა, „თუმცა არის ბევრი ადამიანი, რომელიც არ არის დარწმუნებული. ასე რომ, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გადასალახი“.

ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი ვიზიტი ისრაელისადმი აშშ-ის მხარდაჭერის ნიშანია.

„მსურდა, დღეს აქ ვყოფილიყავი მარტივი მიზეზით – მსურს, რომ ისრაელის მოსახლეობამ, მსოფლიოს მოსახლეობამ იცოდეს აშშ-ის პოზიცია. მსურდა, პერსონალურად ჩამოვსულიყავი, რათა ეს მკაფიო გამხდარიყო“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენმა „ჰამასის“ მიერ ისრაელის თავდასხმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ჰამასმა“ მოკლა ისრაელში 1 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 31 ამერიკელი. „მათ ჩაიდინეს ისეთი ბოროტება და სისასტიკე, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ქმედებებიც კი უფრო რაციონალურად გამოიყურება“, -აღნიშნა ბაიდენმა,

ბაიდენის თქმით, აშშ უზრუნველყოფს, ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც თავდაცვისთვის სჭირდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასვე აღნიშნა, რომ „ჰამასი“ არ წარმოადგენს მთელ პალესტინელ ხალხს. „ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ „ჰამასი“ არ წარმოადგენს მთელ პალესტინელ ხალხს და მათ მხოლოდ ტანჯვა მოუტანა“, – აღნიშნა ბაიდენმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor