• September

    14

    2023
  • 112
  • 0

ჯუანშერ ბურჭულაძე – მიხეილ სააკაშვილის ჩარტერული რეისების დაფინანსებასთან დაკავშირებით თავდაცვის უწყებაში შეიკრიბა შესაბამისი კომისია და დოკუმენტების გასაჯაროების გადაწყვეტილება იქნა მიღებული

ყოფილი პრეზიდენტის ჩარტერული რეისების დაფინანსებასთან დაკავშირებით დღეს თავდაცვის უწყებაში შეიკრიბა შესაბამისი კომისია. მიღებული იქნა  დოკუმენტების გასაჯაროების გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისი დანაყოფი პარალელურად აწარმოებს მოკვლევით სამუშაოებს.

„კიდევ ერთხელ ცალსახად გავიმეორებ, რომ პრეზიდენტის ჩარტერები რომ თავდაცვის უწყებიდან ფინანსდებოდა, მინიჭებული იყო გრიფით საიდუმლო სტატუსი, ვინ იყვნენ თანმხლები პირები, რა ლოკაციებზე იყო ფრენები განხორციელებული – ეს ყველაფერი კომპლექსურად დიდ ეჭვს იწვევს. შესაბამისი დანაყოფი პარალელურად აწარმოებს მოკვლევით სამუშაოებს და პროკურატურასთან ერთად იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ როგორ წარიმართება საქმე.  საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ყველა დეტალი ეტაპობრივად გახდება საჯარო, ცნობილი საზოგადოებისთვის, თუ რა თანხები იხარჯებოდა, რისთვის იხარჯებოდა და ვინ ხარჯავდა სახელმწიფოს სახსრებს პირადი თუ სხვა მიზნებისთვის“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor