• February

    26

    2025
  • 80
  • 0
ჰაკან ფიდანი – თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ჩართული ვართ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განვითარებაში, რაც რეგიონში მშვიდობის დამყარების შესაძლებლობას იძლევა

ჰაკან ფიდანი – თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ჩართული ვართ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განვითარებაში, რაც რეგიონში მშვიდობის დამყარების შესაძლებლობას იძლევა

ჩვენ – თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ჩართული ვართ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განვითარებაში, რომელთაც საკმაოდ მაღალი სტრატეგიული ფუნქცია აქვთ, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა თურქეთში ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროექტების განვითარებაში უმნიშვნელოვანესია სამივე ქვეყნის ჩართულობა, რაც რეგიონში მშვიდობის დამყარების შესაძლებლობას იძლევა.

„დიდი ხნის მანძილზე თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ჩართული ვართ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განვითარებაში, რომელთაც საკმაოდ მაღალი სტრატეგიული ფუნქცია აქვთ. ქალბატონმა მინისტრმა უკვე აღნიშნა, რომ ამ პროექტების განვითარებაში უმნიშვნელოვანესია სამივე ქვეყნის ჩართულობა და ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, შედეგად მოგვცემს რეგიონში მშვიდობის დამყარების შესაძლებლობას. განსაკუთრებით, თუნდაც ავიღოთ კასპიის ზღვის შესაძლებლობები როგორც ევროპული, ასევე გლობალური ბაზრების განვითარებაში. ასევე, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის რეგიონი და მისი პოტენციალი, შეიძლება არც თუ ისე მაღალი ფორმატის პროექტებია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი რეგიონული თვალსაზრისით განვავითაროთ. სამ ქვეყანას – თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს უკვე გვაქვს სამაგალითო ურთიერთობები და ეს შეიძლება ჩაითვალოს სამაგალითო მოდელად სხვა ქვეყნებისათვის“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

განცხადება მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor