• October

    8

    2023
  • 102
  • 0
,, ჰამასი“ –  ირანის პრეზიდენტმა ისრაელზე თავდასხმა შეაქო

,, ჰამასი“ – ირანის პრეზიდენტმა ისრაელზე თავდასხმა შეაქო

„ჰამასმა“ განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისმა „ჰამასის“ ლიდერთან ისმაილ ჰანიესთან სატელეფონო საუბრისას შეაქო მისი თავდასხმა ისრაელზე. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია „ჰამასზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

ჰამასის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სატელეფონო საუბარში თავის მხრივ, „ჰამასის“ ლიდერმა ირანის პოზიციის მიმართ მადლიერება გამოხატა.

ამასთან, ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რაისი ესაუბრა ჰანიეს, რა დროსაც „ოკუპირებულ მიწებზე არსებული სიტუაცია” განიხილა, სხვა დამატებითი ინფორმაცია სატელეფონო საუბრის შესახებ ირანული მხარისგან არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, საკუთარ განცხადებაში ირანის პრეზიდენტმა რაისმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა “მხარდაჭერას უცხადებს პალესტინის ერის ლეგიტიმური თავდაცვის უფლება” და რომ ისრაელსა და მის მხარდამჭერებს „ეკისრებათ პასუხისმგებლობა რეგიონის ერების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე”.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor