• November

    30

    2023
  • 94
  • 0
ჰენრი კისინჯერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სი ძინპინმა ჯო ბაიდენს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

ჰენრი კისინჯერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სი ძინპინმა ჯო ბაიდენს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვან ვენბინმა განაცხადა.

„ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა დაამკვიდრონ და განახორციელონ კისინჯერის სტრატეგიული ხედვა, პოლიტიკური გამბედაობა და დიპლომატიური სიბრძნე, ხელი შეუწყონ ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების ჯანსაღ, სტაბილურ და მდგრად განვითარებას“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

ჩინეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ ჰენრი კისინჯერს „ლეგენდარული დიპლომატი“ უწოდა. „ჩინელი ხალხის ძველმა მეგობარმა, რომელსაც მკვეთრი ხედვა და მსოფლიო საქმეების საფუძვლიანი გააზრება ჰქონდა, დღეს დაასრულა თავისი ლეგენდარული ცხოვრება“, – აღნიშნულია ჩინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.

აშშ-ში ჩინეთის ელჩმა, სიე ფენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კისინჯერის გარდაცვალება არის უდიდესი დანაკარგი აშშ-ისთვის და ჩინეთისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის.

„ისტორიას ემახსოვრება, რა წვლილი შეიტანა ასწლოვანმა ადამიანმა ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში და ის ყოველთვის ცოცხალი დარჩება ჩინელი ხალხის გულებში, როგორც ყველაზე ძვირფასი ძველი მეგობარი“, – დაწერა ჩინელმა დიპლომატმა.

ჩინური მედია წერს, რომ ჰენრი კისინჯერს ჩინეთში 100-ზე მეტი ვიზიტი ჰქონდა განხორციელებული.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor