• September

    27

    2023
  • 90
  • 0
ჰიქმეთ ჰაჯიევი – აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება იქნება სამაგალითო

ჰიქმეთ ჰაჯიევი – აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება იქნება სამაგალითო

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება იქნება სამაგალითო და ასევე შეუძლია, გარდამტეხი ცვლილება მოახდინოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რეგიონს შეუძლია, გადავიდეს ფრაგმენტაციიდან ინტეგრაციაზე, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმება მთელი რეგიონისთვის სარგებლის მომტანი იქნება.

„აზერბაიჯანს არ აქვს სამხედრო მიზნები ან ამოცანები სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე, ეს აზერბაიჯანის დღის წესრიგს მიღმაა. აზერბაიჯანი მხოლოდ თავის შიდა სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს. ასევე, ბოლოდროინდელი კონტრტერორისტული ქმედებები ადგილზე იყო ძალიან შეზღუდული, ადგილობრივი ხასიათის და ეს იყო ძალიან მოკლე დროში. საუბარი იყო აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალებაზე მთელი მისი შიდა სამხედრო კომპონენტებით. ამიტომ, აზერბაიჯანს, ამის გარდა, სხვა სამხედრო მიზნები არ აქვს. ჩვენი ერთადერთი დღის წესრიგი არის მშვიდობიანი მეზობლობა სომხეთის რესპუბლიკასთან და ვიმედოვნებთ, რომ სომხეთი ასევე ითამაშებს პოზიტიურ როლს ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლაში“, – განაცხადა ჰიქმეთ ჰაჯიევმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor