• June

    13

    2025
  • 13
  • 0
13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეებმა – მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათი ხსოვნას პატივი მიაგეს.

2015 წლის 13 ივნისს, თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ, მდინარე ვერეს ადიდება გამოიწვია, რაც მძიმე შედეგებით დასრულდა; სტიქიას 21 ადამიანი შეეწირა, 2 დღემდე დაკარგულად ითვლება, 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა. განადგურდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია, სადაც 600-ზე მეტი ცხოველი დაიღუპა. დაზიანდა ქალაქის არაერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს გზა და ახალდაბა-წყნეთის მონაკვეთი.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ქართული საზოგადოების გვერდით იდგნენ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგაზრდობის ერთიანობა, რომელთაც კონსოლიდაციის სანიმუშო მაგალითი აჩვენეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor