• March

    18

    2025
  • 70
  • 0
1918-1921 წლების საქართველო-იტალიის დიპლომატიური მიმოწერა ეროვნულ არქივში შეინახება

1918-1921 წლების საქართველო-იტალიის დიპლომატიური მიმოწერა ეროვნულ არქივში შეინახება

1918-1921 წლების საქართველო-იტალიის დიპლომატიური მიმოწერის ასლები დღეიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში შეინახება და პირველი რესპუბლიკის პერიოდის კოლექციებს გაამდიდრებს.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, საარქივო მასალა დამუშავდება და უახლოეს მომავალში თემით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზებში გახდება ხელმისაწვდომი.

იტალიაში საქართველოს ყოფილმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბეგლარ თავართქილაძემ ქართული დემოკრატიული მთავრობის მაშინდელ იტალიის სამეფოსთან ურთიერთობის ამსახველი ისტორიული დოკუმენტების შესწავლა 1995 წელს დაიწყო. მან ამ ხნის განმავლობაში თავმოყრილი საარქივო მასალა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ ღონისძიებაზე ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს, თეონა იაშვილს გადასცა.

ღონისძიება აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა შესავალი სიტყვით გახსნა. შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდიუმის წევრები, მოწვეული სტუმრები, მკვლევრები და მეცნიერები.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor