
27-28 სექტემბერს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 სექტემბერს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 29 სექტემბერს ზოგან გაწვიმდება. თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო










