
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ოლგა სტეფანიშინა – უკრაინის მიერ შეთავაზებული საგზაო რუკა საშუალებას მოგვცემს, დავუბრუნდეთ თავისუფალი ვაჭრობის პირობებს ქვეყნებთან, რომლებმაც შემოიღეს შეზღუდვები ექსპორტზე
უკრაინის მიერ შეთავაზებული საგზაო რუკის განხორციელება საშუალებას მოგვცემს, დავუბრუნდეთ თავისუფალი ვაჭრობის პირობებს ქვეყნებთან, რომლებმაც შემოიღეს შეზღუდვები უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა. „ევროკომისიამ შეასრულა თავისი დანაპირები, არ გაეხანგრძლივებინა უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა ხუთ მეზობელ ქვეყანაში. ეს გადაწყვეტილება მოტივირებულია იმით, რომ სტატისტიკური მონაცემები არ ადასტურებენ შიდა ბაზრისთვის რისკების არსებობას.










