
22-24 სექტემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-24 სექტემბერს სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონებში, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. მათივე ცნობით, თბილისში შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 22-23 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 სექტემბერს, შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28










