
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
გია ვოლსკი : არ არის აუცილებელი, ბანკიდან წასული ადამიანები ოპოზიციურ სცენარზე იყვნენ დამოკიდებული, მაგრამ მათი დამოკიდებულება საკითხის მიმართ ისეთია, როგორიც აქვს გიორგი ვაშაძეს, ლევან ხაბეიშვილს
ნათია თურნავას გადადგომის მოთხოვნა არის არასწორი, პოლიტიკურად მოტივირებული და იმ რევოლუციურ კონტექსტში ჯდება, რაზეც გიორგი ვაშაძემ ისაუბრა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკიმ აღნიშნული კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ვნანობ ნათია თურნავას წარდგენას, ბოდიშს ვიხდი ამისთვის, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ვერ დაიცვა, უნდა გადადგეს“.









