
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განვითარების ექვსწლიანი სტრატეგია წარადგინა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებისთვის სამსახურის სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაცია და განხილვა გაიმართა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, სტრატეგიის დოკუმენტის მიზანია სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება, დამოუკიდებლობის და ეფექტიანი გამოძიების პოლიტიკის შექმნა, სამსახურის მუშაობის ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდით საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება, დანაშაულის პრევენცია და










