
- By Keti Khomeriki
- In სამართალი, სიახლეები
შესაძლო დესტაბილიზაცია და არეულობის მოწყობა საქართველოში – სერბეთის სამი მოქალაქიდან ერთ-ერთი ,,სუს”-ში გამოკითხვაზე იმყოფება
შესაძლო დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმეზე გამოძიებასთან დაკავშირებით, სერბეთის სამი მოქალაქიდან ერთ-ერთი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. როგორც ცნობილია, გამოკითხვაზე დაბარებულ პირებს მედიასთან წინასწარ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთოხების შენობაში გამოკითხვაზე დაბარებულ პირებთან ერთად იმყოფება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი, იურისტი ჯემალ ჭკადუა. ორგანიზაცია მათ იურიდიულ მომსახურებას უწევს და სერბეთის სამივე მოქალაქის გამოკითხვას დაესწრება.










