
„აწარმოე საქართველოში“-ს ხელშეწყობით, მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ნამუშევრები პირველად წარდგება საერთაშორისო გამოფენაზე
„აწარმოე საქართველოში“-ს ხელშეწყობით, მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ნამუშევრები პირველად წარდგება საერთაშორისო გამოფენაზე. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების ნამუშევრებს საერთაშორისო გამოფენა – Micam & Mipel Milano 2023 უმასპინძლებს. მილანის საერთაშორისო გამოფენა უმსხვილესი მოვლენაა ტყავის მწარმოებელი კომპანიებისათვის. მასში მსოფლიოს 130 ქვეყნის 1500-მდე კომპანია მონაწილეობს და 45 000-მდე საერთაშორისო მყიდველი ესწრება. ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.










