- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტთან ვაჭრობს იმაზე, რომ სააკაშვილს ამნისტიით თუ გაათავისუფლებს, იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ
ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტთან ვაჭრობს იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილს ამნისტიით თუ გაათავისუფლებს, საკითხს მხარს არ დაუჭერენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას საკუთარ რიგებში ურთიერთნდობა არ აქვთ და ამიტომ, ამბობენ, რომ კენჭისყრის დღეს სხდომაზე არ შემოვლენ. „ამის მიზეზია, რომ ერთმანეთს არ ენდობიან. „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ რამ გაყო?









