
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, აზერბაიჯანს სურს, რომ ყარაბაღის სომეხი მცხოვრებლები ამ ტერიტორიაზე დარჩნენ
აზერბაიჯანის ხელისუფლება უახლოეს დღეებში ყარაბაღში გაერო-ს მისიის ვიზიტის ორგანიზებას გეგმავს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიქმეთ ჰაჯიევმა CBC News-თან ინტერვიუში განაცხადა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, აზერბაიჯანს სურს, რომ ყარაბაღის სომეხი მცხოვრებლები ამ ტერიტორიაზე დარჩნენ. „აზერბაიჯანს აქვს ყოვლისმომცველი გეგმა მათთვის ცხოვრების უსაფრთხო და საუკეთესო პირობების უზრუნველსაყოფად. თუმცა, მათ შეუძლიათ, თავისუფლად დატოვონ ტერიტორია,










