
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხუთი მოქმედი მოსამართლის მონაწილეობით საქართველოში საერთაშორისო კონფერენცია იმართება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო – მიმდინარე გამოწვევები და სამართლებრივი ასპექტები“ გაიმართა. კონფერენცია 27-28 სექტემბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლით გაგრძელდება. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენცია კავკასიისა და ევროპის რეგიონში უნიკალურია და მასში მონაწილეობას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხუთი მოსამართლე ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად მიიღებს. საერთაშორისო კონფერენცია და საზაფხულო










