
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ოლაფ შოლცმა ბერლინში სინაგოგაზე თავდასხმა დაგმო – ანტისემიტიზმის ადგილი გერმანიაში არ არის
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის დედაქალაქში სინაგოგაზე თავდასხმა დაგმო. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, სინაგოგის მიმართულებით „მოლოტოვის კოქტეილი“ ორმა ნიღბიანმა მამაკაცმა ისროლა. შედეგად არავინ დაშავებულა და შენობა არ დაზიანებულა. სამართალდამცველებს ბოროტმოქმედები არ დაუკავებიათ. გერმანიის კანცლერი მომხდარს ეგვიპტეში ვიზიტის დროს გამოეხმაურა. ოლაფ შოლცის თქმით, მსგავსი თავდასხმა არაადამიანური, ამაზრზენი და მიუღებელია. „ანტისემიტიზმის ადგილი გერმანიაში









