
კახა კალაძე – დიდი ლილოს პოლიგონზე გაზშემკრები სისტემისა და გაზის უტილიზაციის პროექტის მომზადება დეკემბერში დასრულდება
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა დიდი ლილოს ნაგავსაყრელის მდგომარეობასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს და პრობლემების გადაჭრის კონკრეტულ გეგმაზე ისაუბრა. თბილისის მერის განცხადებით, გაზშემკრები სისტემისა და გაზის უტილიზაციის პროექტის მომზადება დეკემბერში დასრულდება, რის შემდეგაც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდება. მანვე ასევე მადლობა გადაუხადა მოსახლეობას იმისთვის, რომ მერის მოადგილეებისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ, გაგებით









