- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილმა უღალატა კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს, მიმდინარე კვირაში დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის აღარ არის პრეზიდენტის სტატუსის ღირსი
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თანხმობის არარსებობის პირობებში, სალომე ზურაბიშვილმა მაინც განახორციელა სამუშაო ვიზიტები გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში, რითაც მან დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და განზრახ, უხეშად ხელყო საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი. კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც ქვეყნის საშინაო, საგარეო პოლიტიკას მხოლოდ










