
მეუფე შიო – მრავალი შეცდომის მიუხედავად, ჩვენი ერი ყოველთვის ცდილობდა, ღვთის გზით ევლო, უფალიც ყოველთვის გვეწეოდა, იმედი გვაქვს, მომავალშიც ამ გზით თუ ვივლით, მადლი სულისა წმინდისა არ დაგვტოვებს
მრავალი შეცდომისა და დაცემის მიუხედავად, ჩვენი ერი ყოველთვის ცდილობდა, რომ ღვთის დადგენილი გზით ევლო და უფალიც ყოველთვის გვეწეოდა ჩვენ ამაში, ამ გზას გვინათებდა. ამის მრავალი დამადასტურებელი ნიშანი არსებობს; ღვთის უდიდესი წყალობის გამოვლინებათაგან განსაკუთრებული არის მცხეთაში, ამ ტაძარში – მაცხოვრის საუფლო კვართი, ჩვენმა დიდმა წინაპრებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ კვართის ფლობა არის ღვთისგან ჩვენი ერის დიდი ლოცვა-კურთხევა,










