
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი – რუსეთი მზად არის, დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაში, შევთანხმდით მოსკოვში მოლაპარაკებების დაწყებაზე
ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ჯგუფის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტი გაიმართა. შეხვედრას, რომელსაც ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი უძღვებოდა, ასევე ესწრებოდნენ რუსეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები. ამასთან, სამიტზე არ იმყოფებოდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სამიტზე განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაში










