
,,შსს”-ში საკადრო ცვლილებების სერია დაიწყო – გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მირიან ქავთარაძემ პოსტი დატოვა!
რამდენიმე დღის წინ, ჩვენ გამოვაქვეყნეთ მასალა სათაურით : ,, მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები ,, შსს”-ში – ვახტანგ გომელაური მიდის, შალვა ბედოიძე ჩაანაცვლებს…?! ჩვენ აღვნიშნავდით, რომ ,,შსს”-ში წლის ბოლომდე საკადრო ცვლილებები იგეგმება, თბილისის თითქმის ყველა რაიონში შეიცვლებიან სამმართველოს უფროსები, გვიმტკიცებდა კონფიდენციალური წყარო. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს უფროსი, მირიან ქავთარაძე პოსტიდან წავიდა. ჩვენი კონფიდენციალური









