
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
შალვა პაპუაშვილი – ქვეყნებთან საუბრისას ხაზს ვუსვამთ, რომ საერთო ინტერესია, დაცული იყოს საერთაშორისო სამართლის პრინციპები, ამ პრინციპების უპატივცემულობა მხოლოდ ქაოსამდე მიგვიყვანს
ქვეყნებთან საუბრისას ხაზს ვუსვამთ, რომ ყველა ქვეყნის საერთო ინტერესია, საერთაშორისო სამართლის პრინციპები იყოს დაცული. ჩვენ თუ დავუშვებთ, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები არ იქნება პატივცემული, ეს მხოლოდ ქაოსამდე მიგვიყვანს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ლუანდაში განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ფორმატები, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების წევრებსა და თავმჯდომარეებს ხვდებიან, იძლევა შესაძლებლობას, ისაუბრონ სხვადასხვა საკითხზე, მათ







