
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილეს. მათივე ცნობით, განსახილველ საკითხთა შორის იყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული სამი ქარისა და ხუთი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, რომელთა განხორციელებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში იგეგმება. „მთავრობის სხდომაზე წარდგენილი ენერგეტიკული პროექტების







