
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
პარლამენტის ვიცე-სპიკერების რაოდენობის გაზრდა იგეგმება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით სარგებლობის უფლება ექნება. აღნიშნული ცვლილებები რეგლამენტში შედის, რომლის ინიცირება 9 ოქტომბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება. მოქმედი რეგლამენტით, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარდგენისა და სიტყვით გამოსვლის ასეთ პროცედურა შემდეგია: პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით მხოლოდ ფრაქციათა თავმჯდომარეები გამოდიან. ცვლილებებით, ფრაქციათა თავმჯდომარეების გამოსვლის დასრულების










