
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილები გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილები გადასცა. შსს-ს ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილების გადაცემის ღონისძიება სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წითელი ხიდის სამმართველოში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი – ნიკოლოზ შარაძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი სანია ჩელებიჩ









