
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილსა და ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბრისას პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ისაუბრეს ევროკომისიის მიერ მიღებულ დადებით გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, რაც დადასტურებულია ევროკომისიის მიერ. მთავრობის მეთაურმა ოლაფ შოლცს ევროკავშირის რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე გერმანიის








