
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი მეუღლისთვის მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებისა და მიყურადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი მეუღლისთვის მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების და მიყურადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1979 წელს დაბადებულმა, ქ. თბილისში მცხოვრებმა ბრალდებულმა ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში – მისაღებსა და საძინებელში ფარულად დაამონტაჟა მოსასმენი მოწყობილობები, რომლებშიც განათავსა სიმბარათები და, მათზე სატელეფონო ზარის განხორციელების გზით, თვეების განმავლობაში დაზარალებულების კერძო კომუნიკაციის უკანონო მიყურადებას








