
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
ეკა სეფაშვილი – პრეზიდენტი აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევით ვიზიტებს, ეს არის მისი სასოწარკვეთილი მცდელობა, მიიწეროს საქართველოს დამსახურება კანდიდატის სტატუსზე
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევით ვიზიტების განხორციელებას აგრძელებს და ცდილობს, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატება საკუთარ თავზე მიიწეროს. მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის ქმედებები მხოლოდ ხელს უწყობს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. „პრეზიდენტი ისევ აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევით ვიზიტებს, მან განახორციელა ვიზიტი, რომელიც არ იყო შეთანხმებული მთავრობასთან. ეს არის მისი სასოწარკვეთილი მცდელობა,








