- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
შალვა პაპუაშვილი – კანდიდატის სტატუსის მონიჭება იქნება არა მხოლოდ რეკომენდაციებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის დაფასება, არამედ უსამართლობის გამოსწორებაც
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება არა მხოლოდ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ხელისუფლების საქმიანობის დაფასება, არამედ უსამართლობის გამოსწორებაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ხვალ ყველანი ველოდებით ევროკომისიის მხრიდან დასკვნის გამოქვეყნებას. გვაქვს პოზიტიური მოლოდინები. ბოლო ორი თვის განმავლობაში განსაკუთრებით ინტენსიურად ვმუშაობდით ევროკომისიასთან. ნახეთ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებას დიდი პანიკა მოაყოლა ოპოზიციამ და რამდენიმე „ენჯეომ“.





