
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
შალვა პაპუაშვილი – ხან სააკაშვილი, ხან კეზერაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ზეგავლენას ფულით ახდენენ, რასაც ამ პარტიაში ვუყურებთ, ოლიგარქიული მმართველობის ტიპური მაგალითია
„ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არის არა მათ წევრებსა და ლიდერებში, არამედ იმ იდეოლოგიაში, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ეფუძნება. ეს პარტია ძალადობრივი იდეოლოგიის დამამკვიდრებელი ორგანიზაციაა, რომელმაც როცა ხელისუფლებაში იყო, ძალადობრივი სისტემა შექმნა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერბალური ძალადობითა და დეზინფორმაციით გამოირჩევა. „მათი იდეოლოგია არის ძალადობა, დეზინფორმაცია და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება.









