
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
ირაკლი კობახიძე – ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პრიორიტეტია, ევროინტეგრაციის მიმართულებით ქვეყანა მეტად წავიდეს წინ, ერთპარტიულ თუ მრავალპარტიულ რეჟიმში, ამას აუცილებლად გავაკეთებთ
არსებითად, ერთპარტიულად განვახორციელეთ ის ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც ახლა კანდიდატის სტატუსი გვენიჭება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია ევროკომისიის მიერ გაცემულ ცხრა პრიორიტეტთან დაკავშირებულ სამუშაოებში, „ქართული ოცნება“ მაინც უზრუნველყოფს, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით ქვეყანა წინ წავიდეს. „ოპოზიცია იმასაც ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებდით, თუმცა ვხედავთ,









