
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის ფაქტზე პენიტენციური სამსახურის ოფიცერი დააკავა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული გამოძიების შედეგად ძალადობის ფაქტზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავმა 2023 წლის 26 ნოემბერს რუსთავში, საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე – 1980 წელს დაბადებულ ქალზე და მას სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულის შესახებ დაზარალებული








