კახა კალაძე – მეტროს ვაგონები ექსპლუატაციის რესურსის ამოწურვისთანავე ახალი ვაგონებით ჩანაცვლდება
ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მეტროს ვაგონების ეტაპობრივ ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს საკრებულოში, დეპუტატ შალვა ოგბაიძის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. დეპუტატი დაინტერესდა, რა გრაფიკით განხორციელდება მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლების პროგრამა. „მეტროს ვაგონების განახლებასთან დაკავშირებით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ეტაპობრივი ჩანაცვლება. მეტროს ვაგონებს, რომლებიც დღეს ემსახურება თბილისის მოსახლეობას,






