
გიორგი ამილახვარმა საქართველოში ინგლისური ენის სწავლებისა და შეფასების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში – „დიდი ბრიტანეთი-საქართველო: საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ინგლისური ენის სწავლებისა და შეფასების სფეროში“, რომელიც ეძღვნება ინგლისური ენის სწავლებისა და შეფასების საკითხებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ინგლისური ენის სწავლების გაუმჯობესების კუთხით განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბრიტანულ-ქართული პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობაზე. მინისტრმა მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებსა








