
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
საფრანგეთის პარლამენტმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების კანონი დაამტკიცა
საფრანგეთის პარლამენტმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების კანონი დაამტკიცა. საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ორივე პალატამ დაუჭირა მხარი. ქვედა პალატაში – საკანონმდებლო კრებაში დოკუმენტს 349 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 186-მა მისცა ხმა. საიმიგრაციო კანონს, როგორც პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტული პარტიის, ისე მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიის წევრებმა მისცეს ხმა. საკანონმდებლო ცვლილებები საფრანგეთში არალეგალურად ჩასული მიგრანტების დეპორტაციის გამარტივებას და სოციალური დახმარების მიღების გართულებას ითვალისწინებს. ასევე, ახალი წესებით,







