• December

    13

    2023
  • 80
  • 0
2024 წელს ტურიზმის ხელშეწყობისათვის გათვალისწინებულია 236 მლნ ლარი

2024 წელს ტურიზმის ხელშეწყობისათვის გათვალისწინებულია 236 მლნ ლარი

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს ტურიზმის ხელშეწყობისთვის გათვალისწინებულია 236 მლნ ლარი, მათ შორის, 191 მლნ ლარი მოხმარდება ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც გათვალისწინებულია ახალი, ხუთწლიანი პროგრამის ფარგლებში, რომლის მთლიანი ღირებულება შეადგენს მილიარდ ლარს.

2024 წელს ამ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ბორჯომის, ქუთაისის, წყალტუბოს, თელავის, ბათუმის,  მესტიის, მცხეთის, ზუგდიდისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ცენტრალური უბნების განახლების, ტურისტულად მიმზიდველი სივრცეების შექმნისა და განვითარების ღონისძიებების დაფინანსების გაგრძელება, ჯამურად 161 მლნ ლარის ოდენობით; 2024 წელს გათვალისწინებულია მიმდინარე წელს დაწყებული გუდაურის ახალი საბაგირო გზის მშენებლობის დასრულება ჯამური 66 მლნ ლარის ღირებულებით. ასევე, ორი ახალი, 2.2 კმ-იანი საბაგიროს დასრულებისთვის 2024 წელს გათვალისწინებულია 30 მლნ ლარი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor